fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი 

11:09 ოქტომბერი 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
790
ნახვა

საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო სწორედ დავით გარეჯის ირგვლივ. ეს არის ჩვენი კულტურული მემკვდრეობა, ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ “იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, დავით გარეჯის მიმართ უდიერი დამოკიდებულება, უკვე წყალგამყოფია.

„როდესაც ასეთ რაიმეს უდგები უდიერად და მას ხდი მერკანტილური გარიგებების საგნად, ეს ბუნებრივია, წყალგამყოფია. ბევრი დანაშაული გვახსოვს ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და თუ ტერიტორიების მოცულობაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, აქ მოცულობა ბევრად ნაკლებია, მაგრამ თვითონ ამ საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, ბევრად უფრო მძიმეა ეს ქმედებები, რომელიც განხორციელდა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან. ერთია კონკრეტული დეტალები, რაც უკავშირდება დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესს და მეორეა, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო პოლიტიკური განცხადებები, რომელიც კეთდებოდა და სადაც უკვე ქვეყნის საზიანო პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდა. რა თქმა უნდა, ესეც არის წყალგამყოფი, თორემ თუ ტერიტორიების მოცულობაზე ვისაუბრებთ, ბევრად უფრო მეტი უბედურება აქვთ გაკეთებული. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები არ არსებობდა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაუქმდა. არსებობდა კონფლიქტის ზონის საზღვრები, რომელიც მოიცავდა დასახლებული ტერიტორიის, დაახლოებით, 1/3-ს, ხოლო დასახლებული ტერიტორიის, დაახლოებით, 2/3 იყო დე ფაქტო და დე იურე ჩვენი კონტროლის ქვეშ. მათ 2005 წელს ჯერ კანონი მიიღეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და მერე უკვე პრეზიდენტის ბრძანებულება გამოსცეს, რითაც აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. ეს რუსებმა კარგად გამოიყენეს ჩვენს საზიანოდ 2008 წელს. როცა სარკოზის ჰქონდა მოლაპარაკებები, ჯერ ჩავიდა რუსეთში და შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. მან ბრიფინგზე განაცხადა, თქვენ თვითონ მოგიხაზავთ ეს საზღვრები და რა პრეტენზია გაქვთო. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის დანაშაულზეა აქ საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

თეგები: დავით გარეჯის საქმე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება​

ოქტომბერი 13, 2021
868
მთავარი ამბავი

განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი და ძალიან მალე გადაწყდება, ისე როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება – ირაკლი ღარიბაშვილი

მაისი 5, 2021
837
პოლიტიკა

დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე სხდომა უახლოეს პერიოდში გაიმართება

მაისი 5, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია