ირაკლი კობახიძე ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული ადამიანია. დიდი წვლილი აქვს შეტანილი პარტიის განვითარებაში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მას ჩვენი გუნდის ძლიერი და სრული მხარდაჭერა აქვს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი და პარტია არის მომავალზე ორიენტირებული, შესაბამისად, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა განახლდება იმგვარად, რომ ჩვენი მიღწევები მაქსიმალურად შენარჩუნდეს, ასევე – ადეკვატურად ვუპასუხოთ გამოწვევებს და გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომელთაც, პოლიტიკური განვითარების ამ ეტაპზე, მოცემული კონტექსტი გვაძლევს. რა თქმა უნდა, გვაქვს მომავლის განვითარების ხედვა და დარწმუნებული ვარ, რომ პარტია ძალიან საინტერესო პროგრამებითა და გუნდით გამოვა შემდეგ არჩევნებში“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ხვალ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ.











