„პოლიტიკურად, მე ვიტყოდი, რომ ეს არ იქნება სწორი, ნიკა მელია ჩვენ უნდა დავამარცხოთ ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე, ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად, ეს სხვა საქმეა, მაგრამ პოლიტიკურად არ მგონია მისი დაკავება მიზანშეწონილ,.“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და გლდანში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან საპრტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.
ოპოზიციურ ლიდერს ელექტრონული სამაჯური 20 ივნისის საქმის გამო უკეთია.
აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას – ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო











