უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„რომ არა რეზო გაბრიაძე, არ გვექნებოდა „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „მიმინო“, „არ დაიდარდო“, „სერენადა“, „ქვევრი“, „ფეოლა“ და არაერთი სხვა შედევრი, არ გვექნებოდა გამორჩეული თბილისის მარიონეტების თეატრი. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებულად მის მშობლიურ ქუთაისს, ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, 6 ივნისს 84 წლის ასაკში რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა.











