იყვნენ გარკვეული სუბიექტები, რომლებიც ითხოვდნენ დეტალების გასაჯაროებას, რაზეც ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი საპირისპირო პოზიცია და ელჩებმაც. დეტალების გასაჯაროება არ მიგვაჩნია სწორად, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„იყვნენ გარკვეული სუბიექტები, რომლებიც ითხოვდნენ დეტალების გასაჯაროებას, რაზეც ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი საპირისპირო პოზიცია და ელჩებმაც, საბოლოო ჯამში. ანუ, დეტალების გასაჯაროება არ მიგვაჩნია სწორად. თქვენ თუ დააკვირდებით, ვინ ითხოვს და ვინ ახორციელებს ზეწოლას კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ დეტალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მიხვდებით რა დგას ამის უკან. როგორც დეტალები გასაჯაროვდება, მაშინვე საფრთხე შეექმნება მოლაპარაკებებს და მათ წარმატებით დასრულებას. ეს დგას ამ მოთხოვნის უკან“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გაიმართა, თუმცა მხარეები ერთიან პოზიციაზე ვერ შეთანხმდნენ.











