fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა

01:19 იანვარი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე ისაუბრეს, რომელიც ვენეციის კომისიაში განიხილება.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის თქმით, საქართველო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია.

„ჩვენ ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა საქართველოს პარლამენტის წევრებთან, რომელიც ეხებოდა საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის თანამშრომლობას. ეს თანამშრომლობა უკვე დიდი ხანია გრძელდება და ის ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია. თქვენმა პარლამენტმა არაერთხელ მოგვმართა რეკომენდაციის თხოვნით. ამჯერად ვმუშაობთ ორ პროექტზე. პირველი ეხება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და პარლამენტის თავმჯდომარესთან შევთანხმდით, რომ ამ რეკომენდაციის პროექტს ვენეციის კომისიის მიერ მის დამტკიცებამდე გავაგზავნით, რაც სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევარში მოხდება. მეორე რეკომენდაცია ეხება ელექტრონული კომუნიკაციების კანონს, ამ შემთხვევაში, გავყვებით ჩვეულ პროცედურას და რეკომენდაციას 19-20 მარტს დავამტკიცებთ. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას, რათა შევხვდეთ მთავრობას, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მათთან გვექნება ონლაინ დისკუსიები, რათა უკეთ დავინახოთ სრული სურათი“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ევროპის ასევე საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც განიხილება ვენეციის კომისიაში. ასევე, ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივაზე. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაზიარება. უახლოეს მომავალში ველოდებით რეკომენდაციებს, რომელსაც ვენეციის კომისია მოგვაწვდის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

თეგები: ვენეციის კომისიაირაკლი კობახიძეჯანი ბუკიკიო

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ისტორიის სახელმძღვანელოს

დეკემბერი 7, 2021
771
პოლიტიკა

სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება – ირაკლი კობახიძე 

ნოემბერი 30, 2021
805
პოლიტიკა

საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია