პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურის დასახელებას აფასებს.
როგორც ვოლსკი ამბობს, კობახიძეს აქვს ყველა თვისება, რომლისთაც მხარდაჭრის მიღება შეუძლია.
„გუნდი ამას მხოლოდ იმიტომ არ ამბობს, რომ პოლიტსაბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება. ეს გამომდინარეობს თავად ირაკლი კობახიძის დამოკიდებულებით საკითხებისა და ქვეყნის მიმართ. საქმეებმა უნდა ილაპაკარაკონ პოლიტსაბჭოზე ირაკლი კობახიძეზეც და საბჭოს ნებისმიერ სხვა წევრზე. ეს საქმეები ნამდვილად არის გამორჩეული და პოზიტიური“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მის ნაცვლად კი გუნდში ირაკლი კობახიძის დანიშვნას განიხილავენ.











