„ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი. იგივე ხდება მცხეთა-მთიანეთში და კიდევ რამდენიმე სხვა ოლქში“,- ამის შეასხებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძე ამბობს, არჩევნების გაყალბება არის ის პრაქტიკა, რომელიც წარსულს ჩაბარდა.
„ძალიან დიდ ფულს არიგებს კახა ოქრიაშვილი, მაგალითად, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რამდენი ხელფასიანი აგიტატორი ჰყავთ და რამდენს უხდის ორი თვის განმავლობაში ამ აგიტატორებს, თუმცა ეს თანხები დეკლარირებული არ არის.
თეორიულად არ გამოვრიცხავთ, რომ იქ, შტაბში ვიღაცა ვიღაცას რაღაცას აძლევდეს. გვითხარით სახელი, გვარი, ვინ რა გააკეთა, გვექნება რეაგირება. მუდმივად გვესმის ასეთი ბრალდებები და არავინ არ გვეუბნება კონკრეტულ ფაქტებს, ასეთ შემთხვევაში რეაგირება არ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.











