„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს ოპოზიციასა და ხელისუფელბას შორის შეხვედრა გადამწყვეტი არ იქნება და მხოლოდ პუნქტები იქნება განხილული. ამის შესხებ კობახიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. როგორც ვიცით, დღეს სავარაუდო შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ველოდებით შეხვედრას, დანარჩენს მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ამ წუთებში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს. დანიელსონი ბოლო რამდენიმე დღეა მხარეეებს ინდივიდუალურად ხვდებოდა.











