fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ოქრუაშვილმა ზუგდიდში ამომრჩევლებს საკუთარი პარტიის გეგმები გააცნო

15:34 ოქტომბერი 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
823
ნახვა

„ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა მთელი ჩვენი ქვეყნის დაპრივატიზება, ჯიბეში ჩადება, სახელმწიფოებრიობის დასუსტება, კრიმინალთან ხელშეკრულების დადება და მათთან ხელისუფლების გაყოფა, სიღარიბის გაზრდა, თანამოქალაქეების ქვეყნიდან გამგზავრება ლუკმა-პურის საშოვნელად. თითოეული ჩვენგანი ამას ვეწინააღმდეგებით და ეს არის მიზეზი რის გამოც აქ ვდგავარ და გიგი უგულავას მხარს ვუჭერს“, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ცვლილებები  უკეთესობისკენ უნდა მოხდეს.

„კიდევ ერთი მიზეზია რის გამოც მე აქ ვდგავარ, შარშან 20 ივნისს მე ვიყავი ე.წ. მოწინავე და მედროშე რუსთაველზე, როდესაც მომცელეს და დროშა დამივარდა, ეს დროშა აიტაცა გიგიმ და მან წინსვლა გააგრძელა. მერე, რა თქმა უნდა, ისიც მოცელეს და ორივე ერთად აღმოვჩნდით ციხეში. ციხეში აღმოვჩნდით მარტივი მიზეზის გამო, ბიძინა ივანიშვილმა, გადაწყვიტა, რომ სასამართლოც მას ეკუთვნის, ქვეყანაც მას ეკუთვნის, პოლიტიკური პარტიებიც მას უნდა ეკუთვნოდეს და ზოგადად, საზოგადოება არაფერს არ უნდა გამოთქვამდეს კრიტიკულს და ის რასაც შემოგვთავაზებს, ეს უნდა მივიღოთ აპრიორად. ეს ასე ვეღარ იქნება! ჩვენ გვინდა ცვლილებება ჩვენს ქვეყანაში, ცვლილებება უკეთესობისკენ , პროგრესისკენ, ნათელი მომავლისკენ, ჩვენი შვილებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენ ამ ცვლილებას მივაღწევთ. ჩვენი ერთად დგომა ემსახურება ზუსტად ამას.

ეს არჩევნები არის განსაკუთრებული არჩევნები, განსაკუთრებული ცვლილებებისა და მოლოდინის მქონე არჩევნები, როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია თავს მივცეთ უფლება და ავირჩიოთ კარგი ექიმი, კარგი მეწარმე, კარგი ისტორიკოსი, ეს არის პოლიტიკოსების არჩევნები და იმ ადამიანების არჩევნები, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის მართვა და ვისაც აქვს ამის გამოცდილება. ასეთად მე დღეს ზუგდიდში მესახება გიგი უგულავა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ სფეროში და ამ მიმართულებით ვერავინ კონკურენციას ვერ გაუწევს. მიუხედავად რაღაც წარსული შეცდომებისა თუ პერიპეტიებისა, „ვარდების რევულიციამ“ შექმნა პოლიტიკოსების ახალი განსაკუთრებული თაობა და ყველამ ერთად დავამტკიცეთ, რომ ქვეყნის შენებაც შეგვიძლია და მართვაც,“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

თეგები: ირაკლი ოქრუაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოში დაიბარეს

მაისი 29, 2021
782
პოლიტიკა

ნიკას მალე გამოუშვებენ – ირაკლი ოქრუაშვილი

აპრილი 13, 2021
813
პოლიტიკა

ნიკა მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო – ირაკლი ოქრუაშვილი

თებერვალი 17, 2021
840

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია