fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ქარსელაძე – 2006-2008 წელბში სკოლებიც ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით შენდებოდა

14:36 სექტემბერი 4, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
763
ნახვა

“ხონისთვის ისტორიული გამოვიდა გორდი-ძეძილეთის ახალი გზა, ეს არის გააზრებული, ტურისტულად წარმოდგენილი და ამ ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი პროექტი, რომლითაც რეალურად ოკაცეს კანიონამდე უკვე თამამად შეუძლია წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან ადამიანმა გადაინაცვლოს ნახევარ დროში ძალიან კომფორტული გზით. აშენდა ახალი ხიდი, ასევე მეორე მხრიდან ოკაცეს კანიოთან 14 კილომეტრიანი მონაკვეთი გავაკეთეთ. ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობით იმისთვის, რომ კონკრეტული მუნიციპალიტეტი, კონკრეტული ქალაქი, კონკრეტული მდებარეობა განვითარდეს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ხონში „ქართული ოცნების “ მერობის კანდიდატის ლაო ჯურხაძის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ოინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ხონში მიმდინარე პროექტებზეც და აღნიშნა, რომ ხონს მალე განახლებული თანამედროვე ცენტრი ექნება.

„ხონი წყლის მიმართულებითაც დაწინაურებულია სხვა ქალაქებთან შედარებით, მაგრამ არის გარკვეული ნაწყილი ქალაქის, რომელიც ჯერ 24 საათიანი მომარაგების გარეშეა, ასევე ზაფხულში არის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება დებედის და მთელ რიგ სხვა საკითხებს, რომლებიც ასევე ჩვენს სამოქმედო გეგმაშია. ამ გეგმის მიხედვით, 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება,“ განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქვეყანაში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და გაიხსენა ამ მიმართულებით არსებული ძველი პროექტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდებოდა. „პირადად მე გახლდით ადამიანი, რომელიც მერხების, კომპიუტერების შესყიდვას ვახორციელებდი და მაშინაც სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო ,რომელმაც 34 ახალი სკოლა ააშენა. ეს იყო 2006, 2007, 2008 წელი. 2008 წელს ომმა მოუსწრო კომპიუტერების შეკვეთას, მაგრამ ვიპოვეთ გზა და ის კომპიუტერები მივაწოდეთ შესაბამის სკოლებს. 100 000 კომპიუტერზე იყო საუბარი. კომპიუტერზე, და ეს იმ დროს, როდესაც ინტერნეტკაფეებიც კი ფუფუნება იყო,“ აღნიშნა ქარსელაძემ. ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, მარტო ბოლო 2 წლის განმავლობაში 67 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც 42 სკოლა უკვე დასრულებულია. ხონის მუნიციპალიტეტში 3 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია. ქვეყანაში მთლიანად 103 სკოლის რეაბილიტაცია ხორციელდება. რეაბილიტაცია კი გულისხმობს ევროპული სტანდარტის ღირსეული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც საკლასო ოთახსაც მოიცავს, ლაბორატორიულ სივრცესაც, ღირსეულ სამასწავლებლოს, სპეციალურ საჭიროებების მქონე ბავშვებისთის ადაპტირებულ გარემოს, კვების ბლოკებს, სავენტილაციო და შესაბამის საინჟინრო სისტემებს და სხვა.

თეგები: ირაკლი ქარსელაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე – იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება

სექტემბერი 5, 2021
758
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს

თებერვალი 19, 2021
903

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია