fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ქარსელაძე – იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება

13:52 სექტემბერი 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
758
ნახვა

“შარშან აგვისტოში შევებრძოლეთ ონის სტიქიას და ერთად გავუმკლავდით და გავაგრძელეთ ისე, რომ ის ჩვენი საუკეთესო გზები, რომელიც გვქონდა რაჭაში, აღგვედგინა. თითქმის დასრულებულია ხელოვნური ნაგებობები, დამცავი კედლები, ყველა ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომლის შემდეგაც დაზიანებული გზა აღდგება და საფარიც დაიგება. წელს დავასრულებთ ჩვენ ამ ყველაფერს და სადაც საჭირო იქნება, ჯდენებიდან გამომდინარე, უკვე გაზაფხულზე საფარსაც დავაგებთ,“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ონში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის სერგო ხიდეშელის წარდგენისას.

მინისტრმა ისაუბრა ჭიორა-ღების პროექტზე, რომელიც მიუხედავად აქტიური სამუშაოებისა, კონტრაქტორისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო გაჭიანურდა, მაგრამ გაზაფხულზე უკვე დასრულდება.

„სექტემბერში გაიხსნება ისტორიული იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა. ახალი სიცოცხე რაჭისთის, ზემო იმერეთისთვის, ახალი შესაძლებლობა. გაცოცხლდა 6 სოფელი, გაათმაგდა მიწის ფასი და მოთხოვნა. ეს არის ჩვენი მომავალი. სახელმწიფომ ისე უნდა დაგეგმოს პროექტი, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებმა ისარგებლონ ამით. 10 000 კილომეტრი გზა დავაგეთ ჩვენ 8 წლის განმავლობაში, თბილისის და აჭარის გარდა. ჯამში, მთელ საქართველოში 21 000 კილომეტრზე მეტი გზა გვაქვს. თბილისს და აჭარას თუ დავუმატებთ 12 000 კილომეტრზე მეტი გზა დავაგეთ და ეს პროცესი გრძელდება,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ონში წყალმომარაგების პრობლემა არ არის, 3000 სოფელზე მეტი ჯერ კიდევ სტანდარტების შესაბამისი წყლის გარეშეა და ამ გამოწვევის დაძლევა გათვალისწინებულია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ მთავრობის 10 წლიან სტრატეგიაში. მან ასევე აღნიშნა, რომ 5 წელიწადშიც ქვეყნის ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ონში კი დასრულდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა.

თეგები: ირაკლი ქარსელაძე

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

ირაკლი ქარსელაძე – 2006-2008 წელბში სკოლებიც ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით შენდებოდა

სექტემბერი 4, 2021
763
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს

თებერვალი 19, 2021
905

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია