ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნიკა მელია საკუთარი გუნდის მიერ მოტყუებულია.
“მე შევდივარ ნიკა მელიას მდგომარეობაში, ის აღმოჩნდა მოტყუებული მისი გუნდის მხრიდან. ვაფრთხილებდით, რომ სააკაშვილი უგებდა ხაფანგს მელიას. ერთი მხრივ, მან ის გამოკეტა ციხეში, ათქმევინა, რომ არც გირაოს გადაიხდიდა და არც ამნისტიას დათანხმდებოდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი გუნდის წევრები დათანხმდნენ, ხელი მოაწერეს და შემოვიდნენ პარლამენტში, ოპოზიციის უმრავლესობაც აქ არის წარმოდგენილი”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ.










