fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ზარქუა – თვალს ვადევნებ, როგორ ცდილობენ ჩემი განცხადების არასწორ ინტერპრეტირებას

15:56 მარტი 2, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
805
ნახვა

თვალს ვადევნებ, როგორ ცდილობენ ჩემი განცხადების არასწორ ინტერპრეტირებას, ვთქვი, რომ პროკურატურა მაქსიმუმს აკეთებდა, რათა მელიას მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული, ახლა მას შეუძლია, გადაიხადოს გირაო და გარეთ გამოვიდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ვზივარ სხდომაზე და თვალს ვადევნებ, სოციალურ ქსელში როგორ არასწორ ინტერპრეტირებას ცდილობენ ჩემ მიერ გაკეთებული განცხადების.

უკვე განვმარტე ჟურნალისტებთან და აქაც ავხსნი რა ვთქვი, არადა ვთქვი შემდეგი: პროკურატურა მაქსიმუმს აკეთებდა იმისთვის, რომ მელიას მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული. აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, გირაოზე კიდევ გირაო შეუფარდა და მხოლოდ მას შემდეგ მოითხოვა უფრო მკაცრი ღონისძიების შეფარდება, როცა ამ გირაოს გადახდაზეც უარი თქვა ნიკა მელიამ. ახლაც, მას შეუძლია, გადაიხადოს გირაო და გარეთ გამოვიდეს.

ეს ცალსახად ნიშნავს, რომ პროკურატურის ინტერესი არასდროს ყოფილა მელიას ციხეში ჯდომა. პირიქით, ეს მხოლოდ მისი პოლიტიკური ინტერესი და არჩევანია!

ეს იყო არგუმენტი და ჩემი ლოგიკა, სხვა არაფერი რა ინტერპრეტაციაც არ უნდა გაუკეთონ ჩემს სიტყვებს, მოყვანილ ფაქტებს ვერ გაექცევიან!“, – წერს ირაკლი ზარქუა.

ცნობისთვის, ირაკლი ზარქუამ დღეს განაცხადა: „პროკურატურა იმით არის დაკავებული, რომ მოიგონოს, ეს ადამიანი გარეთ როგორ გამოუშვას. გირაოს გირაო შეუფარდა, არ არსებობს ეს პრეცედენტი. იურისტები იქაც ჰყავთ. მოვიგონეთ, მოიგონა რაღაცა პროკურატურამ, რისთვის?! რადგან ჩიხში არ შევიდეს კიდევ ოპოზიცია. ეს არის ჩვენი არჩევანი, მიდგომა და ჩვენი, მმართველი პარტიის ხელწერა – კონსტრუქციულობა და დიალოგის რეჟიმი“.

თეგები: ირაკლი ზარქუანიკა მელიანიკა მელიას საქმეპროკურატურა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს

დეკემბერი 4, 2021
816
პოლიტიკა

სააკაშვილი ვერასოდეს იპოვის სამართალს, რადგან სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და არც არსებობდა – ნიკა მელია

ნოემბერი 26, 2021
793
პოლიტიკა

რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ, მით უფრო სწრაფად დასრულდებიან – ნიკა მელია

ნოემბერი 26, 2021
1.5k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია