„რაც გასულ ღამეს ამერიკაში ვიხილეთ, პირველ რიგში ცხადყოფს, თუ რამდენად მყიფე და დაუცველია დასავლური დემოკრატია,- ასე გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი აშშ-ს კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს. ინფორმაციას france24-ი ავრცელებს.
„რაც გასულ ღამეს ამერიკაში ვიხილეთ აჩვენებს, თუ რამდენად მყიფე და დაუცველია დასავლური დემოკრატია. პოპულიზმმა ძლიერად გაიდგა ფესვი, მიუხედავად ქვეყნის მეცნიერული და ინდუსტრიული მიღწევებისა. მოვიდა პოპულისტი და 4 წლის განმავლობაში თავისი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა“,- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მიმოხილვა: „დემოკრატიის ბნელი ღამე“ – რა მოხდა 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში











