ირანმა და ერაყმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცეს.
ისინი ტრამპს გასული წლის იანვარში, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ყუდსის ძალების გენერლის, ყასეიმ სოლეიმანის და მისი ერაყელი თანამებრძოლის, შიიტური მილიციის მეთაურის, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის მკვლელობაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, ირანელი და ერაყელი სამხედრო მაღალჩინოსნები 2020 წლის 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან მოკლეს.











