„IRI უნდა წავიდეს საქართველოდან და ჩამოვიდნენ ახალი, გაუყიდავი მეგობრები ამერიკიდან“,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, IRI არჩევნების ტოტალურ გაყალბებაში ერთ-ერთი თვალსაჩინო აქტორი იყო.
„სწორედ IRI მიეყიდა ივანიშვილის მილიარდებს. ეს ორგანიზაცია უნდა წავიდეს აქედან და უნდა ჩამოვიდნენ ახალი, გაუყიდავი მეგობრები ამერიკიდან. ეს არის ამერიკის სირცხვილი და ჩვენი პრობლემა. ამ დასკვნის გამოქვეყნება კიდევ დაფურთხებაა ქართველი ხალხის სულში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.











