კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 6 ერს საქართველო და ფიჯი დაემატებიან. ამის შესახებ Irish Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, მსოფლიო რაგბი მიმდინარე კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ტესტ-მატჩების შესახებ და განსაზღვრავს 2020 წლის „6 ერის” კალენდარს, რომელიც არატრადიციული ფორმატით ჩატარდება და შეჯიბრებაში მონაწილეობას 8 ნაკრები გუნდი მიიღებს: ირლანდია, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, საფრანგეთი, იტალია, ფიჯი და საქართველო. მოსალოდნელია, რომ გათამაშება 5 დეკემბერს დასრულდება.











