ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, მიკალ მარტინის განცხადებით, 24 დეკემბრიდან 12 იანვრამდე ირლანდიაში მკაცრი შეზღუდვების რეჟიმი იმოქმედებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ციფრები ცხადყოფს, რომ ახლა ჩვენთან ახალი შემთხვევების მატების დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ეს, ცხადია, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, – აღნიშნა ირლანდიის პრემიერმა.
ახალი შეზღუდვების ფარგლებში დაიხურება რესტორნები და პაბები, სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიშისთვის იქნება ხელმისაწვდომი.











