ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ირლანდია საკარანტინო შეზრუდვებს კიდევ ერთხელ აწესებს. 21 ოქტომბრიდან ირლანდიაში კარანტინი ამოქმედდება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ირლანდია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც შეზღუდვები ხელახლა დააწესა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის უმეტესობა კვლავ დისტანციურად გააგრძელებს მუშაობას. დაიკეტება გალერიები, მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და ბარები კი მხოლოდ გატანის სერვისით გააგრძელებენ მუშაობას.
მოსახლეობას უფლება ექნება სახლიდან მხოლოდ ხუთი კილომეტრის მანძილზე გადაადგილდეს.
ამასთან, ირლანდიაში სკოლები და ბაღები კვლავ ღია იქნება. ახალი ზომები ძალაში 6 კვირის განმავლობაში დარჩება.
ირლანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 50 993 შემთხვევა ფიქსირდება, ამასთან გარდაცვლილია 1 852 ადამიანი.











