„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს ნაძალადევის რაიონში იყრის. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა.
„ირმა ინაშვილი იქნება ნაძალადევში. იქ, სადაც არის შალვა ნათელაშვილი, ჰოდა, ყველაფერი გამოჩნდება“, – განაცხადა თარხან-მოურავმა.
ირმა ინაშვილის გარდა ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ მიხეილ ყაველაშვილი იქნება, გაერთიანებული ოპოზიციიდან შალვა ნათელაშვილი, „ლელოდან“ კი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი.











