ისანში 66 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუკანონდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დღეს გვაქვს შესაძლებლობა 66 ოჯახი დავაკმაყოფილოთ და დავუკანონოთ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადავცეთ ისნის რაიონში. ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ და სხვებსაც გადავცემთ, ვისაც ეს სჭირდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.











