fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ISFED-ი არ არის არჩევნების საბოლოო ვერდიქტი და ის არ წყვეტს არჩევნების ბედს – სერგო ჩიხლაძე 

12:10 დეკემბერი 12, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
805
ნახვა

„სპეკულაციებში არ შევალ, უბრალოდ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა სანდოობის თვალსაზრისით. ამასთან, ოპოზიციის და საზოგადოების განცხადებები, ის, რომ სერიოზული გაყალბება იყო, არ ემყარებოდა მხოლოდ ISFED-ის მონაცემებს“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც ჩიხლაძე ამბობს, ISFED-ი არ არის არჩევნების საბოლოო ვერდიქტი და ის არ წყვეტს არჩევნების ბედს.

„პარალელურ გადათვლაზე მათ ერთი მონაცემი წარადგინეს რამდენიმე კვირის წინ, გუშინ სხვა მონაცემი, რატომ უნდა ვენდოთ, ეს ცოტა გაურკვეველია. კითხვები გვიჩნდება. სანდო ორგანიზაციად ითვლება, მაგრამ ეს არ ნიშავს, რომ მას რამე შეიძლება არ შეეშალოს. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას სანდო ორგანიზაციების დასახელებას, აქ წარდგენილი იყო ნიმუში, წესი და არა ისე, რომ მხოლოდ სამი ორგანიზაციისგან უნდა დაკომპლექტდეს.

დროში საეჭვოდ ემთხვევა ISFED-ის მონაცემების გამოქვეყნება. იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ შეეშალათ, რეპუტაციულად მაინც ძალიან სერიოზული კითხვებია. ასეთ საკითხებზე ჯერ უნდა ჩამოყალიბდე, ზუსტად დათვალო და მერე გამოაქვეყნო. ეს არ არის მორიგი პატარა ანგარიში, რომელსაც ჩაასწორებ და დონორს წარუდგენ. ამაზე ბევრი რამ იყო დამყარებული პოლიტიკურად, შესაბამისად, ძალიან აზიანებს ამ ორგანიზაციის რეპუტაციას“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, ამ მონაცემების გამოქვეყნებით ოპოზიციის მოთხოვნები არ შეცვლილა.

ISFED-ის ცნობით, ხმების პარალელური დათვლის პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა PVT მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა დაადასტურა. თუმცა გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ISFED-ს შეხვდნენ. ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ შეხვედრა ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ეხებოდა და მათ ორგანიზაციას მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვეს.

თეგები: 2020 წლის არჩევნები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
782
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
823
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

მაისი 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია