“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერას გამოეხმაურა.
პაპუაშვილის თქმით, მიშელის დოკუმენტის ანულირება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ოპოზიციამ დეპოლარიზაციისკენ მიმართული მიშელის დოკუმენტი რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია.
“ერთადერთი რისი ნიშანიც და დასტურიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა, არის ის, რომ ოპოზიციამ დეპოლარიზაციისკენ მიმართული მიშელის დოკუმენტი დამატებითი პოლარიზაციის და რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მისი ანულირება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო”,- წერს შალვა პაპუაშვილი
ცნობისთვის, დღეს ნაციონალურმა მოძრაობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.










