„ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ საკუთარი ხედვა ამ თუ იმ საკითხზე“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მეუფეებთან დაკავშირებით განაცხდა, რომლებიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებებს ესწრებიან.
როგორც კალაძე ამბობს, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილება და ასევე მიიღონ გადაწყვეტილება.
„ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ საკუთარი ხედვა ამ თუ იმ საკითხზე. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, ეს იქნება სასულიერო პირი, ბიზნესმენი, თუ სხვა დარგის წარმომადგენელი, არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო ამბობს, რომ მეუფეების მისვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე მმართველი პარტიის მხარდაჭერას არ ნიშნავს.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებას რამდენიმე მეუფე დაესწრო. სინოდის წევრი პოლიტიკური განცხადების გამო ISFED-ის ანგარიშშიც მოხვდა.











