ისრაელის ჯანდაცვის უმსხვილესი პროვაიდერის ცნობით (Clalit), მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინამ 94%-ით ეფექტურობა აჩვენა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
კერძოდ, კვლევაში მონაწილეობას იღებდა 600 000 ადამიანი, რომელსაც კორონავირუსს ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვს. შედარება ამავე მოცულობის სხვა ჯგუფთან გააკეთეს, რომლის წევრებსაც ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდათ.
Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზით აცრილ 600 000 ადამიანში COVID-19-ის სიმპტომური ინფექციები 94 პროცენტით დაეცა. ასევე, ამავე ჯგუფში 92 პროცენტით დაბალია ვირუსით გამოწვეული მწვავე ავადმყოფობის ალბათობა.
„ვაქცინამ ეფექტურობა ყველა ასაკობრივი ჯგუფის შემთხევაში აჩვენა. მათ შორის 70 წელს ზემოთ მყოფებშიც“,- აცხადებენ Clalit-ში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში 3,8 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. 2,4 მილიონი კი სრულად არის ვაქცინირებული.











