ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ მეთაურის სახლი დაბომბა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საჰაერო იერიშს 4 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია.
კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ღაზის სექტორში 149 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 41 ბავშვია. ისრაელში კი დაპირისპირებას 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.
ისრაელის შექმნა და „კატასტროფა“ – ისტორიული კონფლიქტი პალესტინასთან (მიმოხილვა)











