ისრაელმა 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყო, რათა მათ სკოლაში დაბრუნება ან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად გამოცდების ჩაბარება უპრობლემოდ შეძლონ.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ისრაელმა ვაქცინაცია 19 დეკემბერს დაიწყო და ამჟამად, სულ მცირე, Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა 9 მილიონიანი ქვეყნის მეთოხედს აქვს გაკეთებული.
ქვეყნის განათლების მინისტრის განცხადებით, 16-18 წლამდე ახალგაზრდების აცრა აუცილებელია, რათა მათ სკოლაში დაბრუნება ან უნივერსიტეტში ჩასარიცხად, გამოცდების ჩაბარება შეძლონ.
გამოცდების შედეგები, რომელსაც ისრაელში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აბარებენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსისტეტში სწავლის გაგრძელების კუთხით. შედეგებმა, შეიძლება, გავლენა იქონიოს მათ მომავალ სამხედრო კარიერაზეც.
ქვეყნის განათლების მინისტრის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია გაიხსნება თუ არა მომავალი თვიდან ისრაელში სკოლები.











