აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ განცხადება ჯო ბაიდენმა თავად გააკეთა.
„მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ეს მალე დასრულდება. მაგრამ ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი, როდესაც შენს ტერიტორიაზე ათასობით რაკეტა მოფრინავს,“- აღნიშნა ბაიდენმა.











