ისრაელში კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის ნახევარზე მეტმა უკვე გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოსახლეობის 50,07%-ი სრულად არის ვაქცინირებული, ხოლოდ 55.95%-მა ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო.
ისრაელმა ლოქდაუნის შემსუბუქება თებერვლის მიწურულიდან დაიწყო. ქვეყანაში ბიზნესების უმრავლესობა, სკოლები და აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში კოვიდით 830,515 ადამიანი დაინფიცირდა.











