დღეს, სენატის გადაწყვეტილებით, ტრანსპორტირების მინისტრის პოზიციაზე პიტ ბუტიჯიჩი დაინიშნა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პიტ ბუტიჯიჩი ამერიკელი პოლიტიკოსი და ინდიანას შტატის, ქ. საუთ-ბენდის ყოფილი მერი და აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატთა პარტიის კანდიდატი იყო.
სახელმწიფოს ახალი ტრანსპორტირების მინისტრი, აშშ-ს ისტორიაში, სენატის მიერ დანიშნული, პირველი LGBTQ თემის წამომადგენელი – ღიად გახსნილი გეი მინისტრია.

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი უმაღლეს თანამდებობაზე ინიშნება. აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ჯანდაცვის მდივნის თანაშემწის პოსტზე ტრანსგენდერი ქალი წარადგინა.












