ისტორიაში პირველად დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი პრინცი ფილიპი შობას უინძორების სასახლეში ოჯახის წევრების გარეშე შეხვდებიან. ამის შესახებ BBC-ი წერს.
პანდემიის გამო ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი ოქტომბრის შემდეგ უინძორების სასახლეში ცხოვრობდნენ.
„ისევე როგორც ყველას, მათ იმედი აქვთ, რომ 2021 წელს ყველაფერი ნორმას დაუბრუნდება”, – განაცხადა სასახლის წარმომადგენელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ელისაბედ მეორე არც ეკლესიაში დაგეგმილ ცერემონიას დაესწრება.
ტრადიციულად, დედოფალი შობას ოჯახთან ერთად სანდრინგემის სასახლეში ხვდებოდა.











