იტალიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე გახანგძლივდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის მთავრობის ახალი განკარგულების თანახმად, აიკრძალება რეგიონებს შორის მოგზაურობა. გამონაკლისი მხოლოდ ჯანმრთელობასთან ან სამსახურთან დაკავშირებულ გადაადგილებას შეეხება.
ბარებსა და რესტორნებს მომხმარებლებისთვის მხოლოდ მიტანის სერვისის შეთავაზება შეეძლებათ.
ქვეყანაში გადაიდო სკოლების გახსნაც.











