იტალიამ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში AstraZeneca/Oxford-ის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„დამატებითმა სამედიცინო კვლევამ აჩვენა, რომ AstraZeneca/Oxford-ის კორონავირუსის ვაქცინა ეფექტურია 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანების შემთხვევაშიც. ვაქცინა ასაკოვნებს კოვიდის მძიმე და ფატალური ფორმებიდან იცავს“,- ნათქვამი იტალიის ჯანდაცვის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 3,067,486 შემთხვევა დაფიქსირდა.










