იტალიაში 5 აგვისტოდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა სტადიონები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, საგამოფენო სივრცეები, რესტორნები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები, დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებული, ე.წ. მწვანე საშვის მქონე პირები. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ამასთან, ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, დროულად აიცრან.
იტალიაში კორონავირუსით 128 ათასამდე ადამიანია გარდაცვლილი.











