იტალიაში მასობრივი ვაქცინაცია 2021 წლის დასაწყისიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
„გარდიანის“ ცნობით, პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალსა და ხანდაზმულებს მიენიჭებათ. ვაქციაციის პროგრამა უფასო იქნება.
მინისტრის განცხადებით, მთავრობას აქვს 202 მილიონი დოზა ვაქცინის შეძენის შესაძლებლობა სხვადასხვა მწარმოებლებისგან.
დღეისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1,62 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 56 361 ლეტალური აღმოჩნდა.











