იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტს მხარი 321-მა დეპუტატმა დაუჭირა, 259 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 27-მა თავი შეიკავა.
იტალიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც პარტია „ცოცხალმა იტალიამ“ მინისტრთა კაბინეტიდან თავისი წარმომადგენლების წასვლა გამოაცხადა. უთანხმოება პანდემიის შედეგებისგან ეკონომიკის აღდგენის გეგმას ეხება.










