„ოქროს ფონდი“ არის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის პრობლემა, რომელიც დღეს სამწუხაროდ, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ეს მუზეუმი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოიშიგნა”,- ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„მუზეუმიდან ექსპონატები სხვაგანაა გადატანილი. იქ ვეღარ ნახავთ ფიროსმანს, გაბაშვილსა თუ სხვა ექსპონატებს, მათ შორის „ყაჯრულ კოლექციას“ ეს უკვე სხვაგანაა გადატანილი. ერთადერთი რაც არაა გადატანილი, ესაა „ოქროს ფონდი“ და ხახულის ხატი, აწყურის ხატი და სხვა არის უმძიმეს მდგომარეობაში. ვინაიდან მე მქონდა მოლოდინი, რომ პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად ამ სამინისტროს ვუხელმძღვანელებდი, დრო მოვიგეთ, მივმართეთ იუნესკოს. ოთხი ექსპერტი დაგვინიშნა იუნესკომ რომელიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად თითოეული ხატის მდგომარეობას შეაფასებს.
დღეს ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით, რომელ ხატს შეიძლება შეეხო, რომ გადააადგილო და იმ შენობას რესტავრაცია ჩაუტარო. ზოგ ხატს თუ შეეხები, შეიძლება უბრალოდ ჩამოიშალოს. ამიტომ, აქაც არის პროფესიების დეფიციტი. იმიტომ რომ აკადემიამ არ აწარმოვა ეს პროფესიები და აქაც დიდი რეფორმა გვექნება ჩასატარებელი“, – აღნიშნა წულუკიანმა.










