იუნკერთა მემორიალთან მისული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აქტივისტებმა „გავრილოვის“ შეძახილებით გააცილეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ონიანმა და აქტივისტებმა „აჩიკო გავრილოვი“ და „რუსეთის მონა“ უწოდა, რასაც სამართალდამცველებსა და მათ შორის ხმაური მოჰყვა.
გიორგი ონიანის თქმით, არჩილ თალაკვაძეს არ აწუხებს საქართველოს ბედი, რის გამოც მან დღევანდელი დღე რუს პოლიტიკოს „სერგეი გავრილოვთან ერთად უნდა იზეიმოს“.
სამართალდამცველებმა პარლამენტის თავმჯდომარე ტერიტორიას განარიდეს.
ოკუპაციის 100 წლისთავზე ხელისუფლების წარმომადგენლები კოჯორში იუნკერების მემორიალთან მივიდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.











