იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
„რაც შეეხება საგადასახადო და ეკონომიკური ტიპის დანაშაულებს, ინდივიდუალურ პრიზმაში თუ დავინახავთ, არის ასეთი მიდგომა, რომ დანაშაულის პრევენცია მხოლოდ ზიანის ანაზღაურებით ვერ კომპენსირდება, ამიტომ მეტი სიფრთხილის გამოჩენის მოვალეობა გვაქვს, თუმცა ამ მიმართულებაზეც ვიმუშავეთ, გარკვეული წინსვლა გვაქვს, როგორც ნარკოტიკებზეც აღვნიშნე, რომ გარკვეული კატეგორია დანაშაულების შეიძლება დაემატოს, რომელიც ოდენობაზე იქნება დაფუძნებული, მაგალითად, ორგანიზაბული ჯგუფის შემთხვევაში კატეგორიულად გამოვრციხავთ ამას, ეს თავის შინაარსით იმდენად საშიშია სახელმწიფოსთვის, რომ პრობლემატური იქნება,“-განაცხადა სარჯველაძემ.
ამ კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა.











