გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატადაა წარდგენილი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული.
„დღეს ასამბლეამ ჯოანა კორნერი (გაერთიანებული სამეფო) და გოჩა ლორთქიფანიძე (საქართველო) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებად აირჩია. არჩევნებს ორშაბათს განვაახლებთ,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილეა, ბოლო პერიოდში კი იუსტიციის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.











