საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით რუსეთი სტრასბუგის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდაზე უარს აღარ აცხადებს.
მისივე თქმით, რუსეთის წარმომადგენლები უკვე ჩაერთნენ მინისტრთა კომიტეტის განხილვებში, სადაც კომპენსაციის გადახდის საკითხს განიხილავენ.
“ჩვენ ვმუშაობთ და ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში აღდგეს ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები. რაც შეეხება დეპორტირებულებს, აქ გვაქვს მცირეოდენო წინსვლა და რუსეთი უკვე უარს არ აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე და მინისტრთა კომიტეტის განხილვებში ის უკვე ჩაერთო ამ კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში, რაც არის მცირეოდენი, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებაა დინამიკაში. რაც მიუთითებს იმას, რომ მცდელობას და ძალისხმევას ყოველთვის აქვს აზრი”, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ 21 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.
სტრასბურგმა 2008 წლის ომში რუსეთის მიერ ადამიანების უფლებების დარღვევა დაადგინა.











