იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა 12:00 საათზე გაიმართება. მოსამართლეები დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.
დისკუსია, სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შეეხება, რომელთა განხილვის შეჩერებას ოპოზიცია მოითხოვს.











