ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს. მისი თქმით, ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებსა და ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა.“ – განაცხადა შარლ მიშელმა.











