იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, რეგიონებში ვაქცინაციის მხრივ ვითარება გაუმჯობესებულია.
მისი თქმით, 5 კვირის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით მოთხოვნის გაზრდის გამო ბევრ რეგიონში აცრის გაკეთება გართულდა.
„რეგიონებში ისეთი თავისუფალი არჩევანი, რაც 5 კვირის წინ იყო, აღარ არის. ძალიან ბევრ რეგიონში უკვე აცრის გაკეთება რთულია. ეს პროცესი მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. თუ ჩვენ „სინოვაკის“ ვაქცინის შემდეგ მოვახერხებთ ყოველდღიურ ვაქცინირებულთა რაოდენობა 3-4 ათასიდან, 6-7 ათასამდე ავიყვანოთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი რაც გვჭირდება, რომ ქვეყანამ წლის ბოლოსთვის ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი მიიღოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.











