ბიძინა ივანიშვილი ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ არის ჩარეული, – ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან“ ექსპერტ მამუკა არეშიძემ განაცხადა.
„ვიღაცას ჰგონია, რომ რაც მეტს იტყვის ივანიშვილს სიტუაციას თავის სასარგებლოდ მოაბრუნებს. ვინც უფრო მსხვილ მტრად მიაჩნიათ, იმას ახსენებენ ხოლმე ხშირად. ვიცი, რომ ივანიშვილი ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ არის ჩარეული. ივანიშვილს კი არა, ალამუთის ციხეს იძახიან და გრაალის მცველებს, იმდენ სისულელეს ლაპარაკობს ეს პოლიტიკური ელიტა, რომ ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ვინც ამ ტერმინებს ხმარობს, ხშირ შემთხვევაში არ იცის, ამის ნამდვილი შინაარსი“, – განაცხადა არეშიძემ.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.











