fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“ივანიშვილის დინასტია იქნება უკუნითი უკუნისამდე…”- ბურჯანაძე

15:19 დეკემბერი 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
918
ნახვა

თუ ჩვენ ახლა შევეგუებით ამ არჩევნების გაყალბებას, საქართველოში არჩევნები საერთოდ აღარ ჩატარდება და იქნება ბიძინა ივანიშვილის დინასტია უკუნითი უკუნისამდე, ,- ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისივე თქმით, მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის შუქურა ერქვა, ისე დაეცა ივანიშვილის წყალობით, რომ არჩვენები უბრალოდ არ ჩატარდა.

“რაც შეეხება იმას, რომ დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს, როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს სურს, საქართველო მშიერ საბჭოთა კავშირში დააბრუნოს და პოლიტიკური ცხოვრება გაანადგუროს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ისე წაიყვანა ჩვენი ქვეყნის საქმე, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მხოლოდ ერთი პარტიაა და ეს ჩვენ გვახსენებს არცთუ საუკეთესო პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც ერთპარტიული მმართველობა იყო. ბიძინა ივანიშვილს აქვს სურვილი, რომ საქართველო დააბრუნოს მშიერ საბჭოთა კავშირში, არ მოუგვაროს ადამიანებს არცერთი პრობლემა, რომელიც აწუხებთ, მაგრამ გაანადგუროს პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკური სპექტრი და შემდეგ მედიასაშუალებებს და ყველა სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტს გადაწვდება. ამას არ დავუშვებთ, ამიტომ ვართ შეკრებილი სრულიად ოპოზიციური პარტიები ამ ძალიან სიმბოლურ ადგილზე, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტი იყო შეკრებილი. ამ უპრეცედენტო ერთობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დღეს, პრაქტიკულად ყველა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ არ მოვიპოვებთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

თეგები: ნინო ბურჯანაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: თვითმმართველობის არჩევნები არ მაინტერესებს, არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას

ივნისი 30, 2021
790
პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: ნუ შევეგუებით ისეთ საქართველოს, სადაც სოხუმის და ცხინვალის გარეშე ვიზეიმებთ 26 მაისს

მაისი 26, 2021
808
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
823

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია