საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების ადვოკატები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ.
როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, დაკავებულებს პირად თავდებში პოლიტიკოსები: ბათუ ქუთელია, პარლამენტის ყოფილი წევრი, ნინო გოგუაძე, ასევე ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და საბა ბუაძე უდგებიან.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტის ბრალდებით დააკავა.











