ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ივლისიდან ვაქცინაციისთვის, დამატებითი ადგილები შეიქმნება.
როგორც გაბუნია აღნიშნავს, სამედიცინო დაწესებულებებში ბრიგადები დაემატება და საზოგადოებრივ სივრცეებში, ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა.
„ჯამურად, დღეს, ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე ბრიგადა მოქმედებს და დამატებით, თითქმის ამდენივეს მობილიზებაა საჭირო. ამის ყველაზე ნაკლები საჭიროებაა თბილისში, თუმცა, მუდმივი მოთხოვნის გამო, აქ ადგილები მუდმივად შევსებულია.
რეგიონებში, მოსახლეობის შესაფერისად მოცვისთვის და ვაქცინირებული ადამიანების საკმარისი რაოდენობა მივიღოთ, დამატებითი ბრიგადების მობილიზებაა საჭირო“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 3.67 %-ია.











