ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა.
ორგნიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 4-მა კვლევამ, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ და გამოყენებულ იქნა 7000 პაციენტის მონაცემი, ვერ დააასტურა პრეპარატ „რემდესევირის“ სხვადასახვა კრიტერიუმით ეფექტურობა. როგორც ირკვევა, პრეპარატი არ ამცირებს ვირუსის ლეტარულობის დონეს და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებას.
ცნობილია,რომ მსოფლიოში, COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირს“ არა ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა იყენებს.
წყარო: www.Who.in











